შეუბანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს
03-03-2022
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შეუბანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მრავალფეროვან აქტივობებს ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით უძღვნიან.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა დედის დღე აღნიშნეს. ბავშვებმა ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო თუ ლამაზი აქტივობები ჩაატარეს. ეს თარიღი ბავშვებმა საკუთარ დედებსა და მასწავლებლებს განსაკუთრებული სიყვარულით მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ასევე, უკრაინელი თანატოლებისადმი განსაკუთრებული სოლიდარობა გამოხატეს; ბავშვებმა ასევე, 3 მარტი უკრაინელ დედებს დიდი სიყვარულით მიულოცეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს