ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეების წარმატება ინფორმატიკის ოლიმპიადაში
03-03-2022
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებსა თუ ოლიმპიადებში ყოველთვის აქტიურად და ამავდროულად წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, რეზი გელენიძემ (კლასის ხელმძღვანელი ნ. ხურციძე) ინფორმატიკაში, სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ინტერნეტ ოლიმპიადაზე OLYNFO წარმატებით იასპარეზა და საუკეთესო ათეულში მოხვდა.

ასევე, დიდი წარმატებით იასპარეზა მე-3 კლასელმა, რეზი ბუღაძემ (დამრიგებელი ინგა მეტონიძე), ხოლო მე-6 კლასის მოსწავლეებმა: ნიკოლოზ ხურციძემ (კლასის ხელმძღვანელი თ. მეშველიანი) და გიორგი გელენიძემ (დამრიგებელი ნ. ბანცაძე) ორმოცდაათი ქულიდან 40 - 40 ქულა მოიპოვეს.

ქუთაისის N40 საჯარო სკოლა ულოცავს საამაყო მოსწავლეებს ამ დიდ მიღწევას და წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203