„მშვიდობა უკრაინას!“ - მერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების თანადგომა თანატოლებს
02-03-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის საჯარო სკოლა საქართველოს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
სოლიდარობის ნიშნად, სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს: უკრაინის დროშის ფერების საჰაერო ბუშტები მშვიდობის ნიშნად ცაში გაუშვეს, დახატეს დროშები და უკრაინას, მსოფლიოს სიკეთის გზავნილები გაუგზავნეს.
„არა ომს!“, „მშვიდობა უკრაინას!“ და „მშვიდობა მსოფლიოს!“ ამ სლოგანების გარშემო შეკრებილმა მოსწავლეებმა მძიმე განსაცდელში მყოფ თანატოლებსა და უკრაინის მოსახლეობას თანადგომა კიდევ ერთხელ განუცხადეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს