„ჩვენი მხარდაჭერა და სიყვარული უკრაინას“- ვანის N1 საჯარო სკოლაში უკრაინელ ერს სოლიდარობა გამოუცხადეს
02-03-2022
ვანის N1 საჯარო სკოლაში უკრაინელ ერს სოლიდარობა გამოუცხადეს.
მეგობარ ქვეყანას თანადგომას სკოლის სხვადასხვა კლასის პედაგოგები და მოსწავლეები უცხადებენ. მათ ბუშტები უკრაინის დროშის ფერებში გაბერეს და ყველას ერთად დროშის ფორმა მიცეს, ასევე, ბავშვებმა დროშებიც დახატეს და თავიანთი პოზიცია ასე გამოხატეს.
„ჩვენი მხარდაჭერა და სიყვარული უკრაინას! მშვიდობა უკრაინას! - ამბობენ მასწავლებლები და პედაგოგები.
„ამ აქტივობით მე და ჩემი მერცხლები სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინასა და უკრაინელ ბავშვებს. ჩვენ ვმეგობრობთ! მიყვარხართ!“ - წერს ერთ-ერთი მასწავლებელი თეონა ჯულაყიძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს