„არა ომს! მშვიდობა უკრაინას!“ - კუხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სოლიდარობა
02-03-2022

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლის მოსწავლეები უკრაინელ თანატოლებს სოლიდარობას უცხადებენ. 

„არა ომს! მშვიდობა უკრაინას!“- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი. 

მოსწავლეებმა საკუთარი დამოკიდებულება უკრაინისა და საქართველოს დროშებით და საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატებით დააფიქსირეს. 

„ჩვენმა ბავშვებმა თავისი სათქმელი თქვეს, გამოხატეს სოლიდარობა უკრაინელი თანატოლების მიმართ.

არა ომს!!! მშვიდობა უკრაინას!!! ბევრი ღირსეული ადამიანი და პატრიოტი გაუზრდია ამ სკოლას, 2008 წლის ომის გმირებიც“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203