ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები უკრაინელი თანატოლებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას შეაგროვებენ
02-03-2022
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები უკრაინელი თანატოლებისთვის ჰუმანიტარულ ნივთებს შეაგროვებენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავად სკოლის დირექტორმა, თეონა ადეიშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

„ვანის N2 საჯარო სკოლა უერთდება ამ აქციას. ჩვენი ბავშვები ომში მყოფი თანატოლებისთვის შეაგროვებენ ჰუმანიტარულ ნივთებს. მშვიდობა მსოფლიოს“, - წერს დირექტორი თეონა ადეიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ვანის მუნიციპალიტეტი, სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებს. უკრაინის დასახმარებლად, ჰუმანიტარული მიზნით მერის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილია თანხა.

ვანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ჰუმანიტარულ აქციაში მონაწილეობის მსურველებს, შეუძლიათ სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები პროდუქტები მიიტანონ მერიის შენობაში. შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება უკრაინაში და განაწილდება საჭიროებისამებრ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203