თბილისის N212 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა უკრაინის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია მოაწყვეს
02-03-2022

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეები უკრაინის მიმართ სოლიდარობას ყოველდღიურად სხვადასხვა აქტივობით გამოხატავენ. 

ამჯერად, მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია მე-8 კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს. 

მოსწავლეებმა საკუთარი პოზიცია და დამოკიდებულება საქართველოსა და უკრაინის დროშებით და მათი ხელით შექმნილი ბანერებით გამოხატეს. 

​„ჩვენი მოსწავლეები ყოველდღიურად, სხვადასხვა აქტივობით საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავენ უკრაინის მიმართ, თანადგომასა და სოლიდარობას უცხადებენ მას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203