ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სოლიდარობა მეგობარ ქვეყანას
02-03-2022
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლა მოსწავლეებთან ერთად საქართველოს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.
სკოლა მოსწავლეებთან ერთად სლოგანებით: „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას“, „არა ომს“, „ჩვენ გვინდა მშვიდობა“ და „არა რუსეთს“ უკრაინის მიმართ სოლიდარულ განწყობას შეუერთდა.
მოსწავლეებმა უკრაინის დროშები დახატეს, ხოლო მესამეკლასელმა, ნია ჩახუნაშვილმა უკრაინისადმი მხარდასაჭერი ვიდეო ჩაწერა.