აწყურის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებების ფარგლებში საინტერესო აქტივობები განხორციელდა
02-03-2022
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მიზნით სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეთათვის განხორციელდა კომპლექსური დავალებები ფიზიკურ აღზრდაში და სპორტში: „ფეხბურთი“ და „ჭადრაკი“.
შეხვედრა შედგა კათედრის პედაგოგებთან, სადაც მოხდა კომპლექსური დავალების, კურიკულუმისა და შემაჯამებელი აქტივობის განხილვა, რომლის ფარგლებშიც პედაგოგებმა რეკომენდაციები მიიღეს.
„მადლობა სპორტის მასწავლებლებს, ბატონ გურამ ჩორგოლიანს და ქალბატონ მარიზა ქეთელაურს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს