„არა ომს! სოლიდარობა უკრაინას!“ - სიქთარვის საჯარო სკოლაში მეგობარ ქვეყანას სოლიდარობა გამოუცხადეს
02-03-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.  

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მეგობარ ქვეყანას თანადგომა სკოლის ეზოში გამოუცხადეს. ისინი საკუთარ პოზიციას უკრაინის დროშიებით, ბუშტებითა და ფერადი კვამლით ხელში გამოხატავდნენ. მოსწავლეებს ტენსაცნელიც უკრაინის დროში ფერებში ეცვათ, მათ ლექსებიც წაიკითხეს.

არა ომს! სოლიდარობა უკრაინას! - ეს არის მოსწავლეთა მთავარი გზავნილი.

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203