ზიკილიის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა ველური ბუნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პროექტი განახორციელეს
02-03-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა ველური ბუნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში“ გარემოსდაცვითი სასკოლო პროექტი - „მწვანე გარემო“ განახორციელეს. 

მეათეკლასელებმა მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებთან ერთად, წარმოადგინეს პრეზენტაცია - „ველური ბუნება ჩვენი საგანძური, გადავურჩინოთ მომავალ თაობებს“.

შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.

ველური ბუნების საერთაშორისო დღე 3 მარტს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203