სალიბაურის N2 სკოლის მოსწავლის, ლუკა ბეშლიოღლის წარმატება ახალგაზრდა მოკრივეთა შორის გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე 
02-03-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლუკა ბეშლიოღლიმ საქართველოს 2022 წლის ჩემპიონატზე ახალგაზრდა ასაკის მოკრივეთა შორის პირველი ადგილი დაიკავა. 

ის საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის სახელით დიპლომითმ მედლითა და თასით დაჯილდოვდა. 

საქართველოს ჩემპიონატი უფროსი ასაკისა და ახალგაზრდა ასაკის მოკრივეთა შორის ბათუმის ახალ სასპორტო სკოლაში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით დაკომპლექტდა საქართველოს ნაკრები, რომელიც მარტში ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, მათ შორის არის ლუკა ბაშლიოღლიც. 

სკოლა ამაყობს მოსწავლით და ამ წარმატებას ულოცავს.

„სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს  ლუკას. წინ ბევრი წარმატება და დაუღალავი შრომაა“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203