„დღეს ყველა თაობა უკრაინის გვერდით დგას“ - ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს
02-03-2022
ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.

მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია სახეზე დახატული უკრაინის დროშებითა და ყვითელი ბუშტებით ხელში დააფიქსირეს.

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ.

„დღეს ყველა თაობა უკრაინის გვერდით დგას! ჩვენ ვზრდით ბავშვებს უკეთესი, მშვიდობიანი მომავლისათვის! პროგრესი დგას უკრაინის გვერდით! მშვიდობა უკრაინას!“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203