ყვარელწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღის მისალოცი ბარათები დაამზადეს
02-03-2022

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით მისალოცი ბარათები დაამზადეს. 

„დედიკო, გილოცავ დედის დღეს“, „ჩემო დედიკო, შენ ჩემი ყვავილი ხარ“, „გპირდები, ძალიან კარგი და წესიერი ვიქნები, შენს შრომას დავაფასებ, ჩემო დედიკო, შენ ჩემთვის ყველაზე ლამაზი ხარ“,- ასეთია მოსწავლეთა მისალოცი წერილების შინაარსი. 

სკოლაში პატარების მილოცვას უერთდებიან და 3 მარტს ყველა დედას ულოცავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203