ქუთაისისა და ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ უკრაინელ თანატოლებს სოლიდარობა გამოუცხადეს
02-03-2022
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისისა და ბათუმის ფილიალის მოსწავლეებმა უკრაინელ თანატოლებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

მოსწავლეები უკრაინის დროშებიც ცოცხალ ჯაჭვში ჩაებნენ, სკოლაშ უკრაინის ჰიმნი გააჟღერეს, დროშები დახატეს და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

მათ თავიანთი პოზიცია ნათლად დააფიქსირეს.

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ.

„მოსწავლეებმა თავიანთი უკრაინელი თანასკოლელების და თანატოლების გასამხნევებლად და მხარდასაჭერად უკრაინის დროშა დახატეს, დროშის ფერებში ჩაცმულები მოვიდნენ სკოლაში და ცოცხალი ჯაჭვით, სკოლის წინ, გამოხატეს მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ“,- წერს სკოლა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203