რიყეთის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი ჩატარდა
02-03-2022
მალხაზ შავაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.

მასში როგორც რიყეთის, ასევე შუასოფლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილებდნენ. კითხვები მოიცავდა ისეთ სფეროებს, როგორიცაა: ხელოვნება,ლიტერატურა,ისტორია,თანამედროვე ეპოქა და ა.შ.

შეჯიბრში ყველა გუნდმა ღირსეულად იასპარეზა,მათ კომპეტენტური შიური აფასებდა. გამარჯვება მე-6 კლასელებმა დაიმსახურეს.მეორე და მესამე ადგილები კი მე-2 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა გადაინაწილეს.

აქტივობის ორგანიზატორი დაწყებითი კლასების პედაგოგი დალი აბაშიძე იყო.

„ქულებს ითვლიდა კომპეტენტური ჟიური: მაიკო კოჩალიძე, მაია კოჩალიძე და მაია კოჩალიძე.
შეჯიბრებითობის განცდა და ჯანსაღი კონკურენტული გარემო, უდიდეს მოტივაციას აძლევდა მოსწავლეებს ეფექტურად და მიზნის შესაბამისად წარმოეჩინათ საკუთარი შესაძლებლობები.
მადლობა არაჩვეულებრივი დღისთვის თითოეულ მონაწილეს.
განათლება - აი,გზა ბედნიერებისაკენ.
წარმატებები ყველა მოსწავლეს..
თქვენ ხართ ხვალინდელი დღის ბრწყინვალე გამოხატულება“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203