ჭანდარის საჯარო სკოლაში დებატკლუბის პრეზენტაცია გაიმართა
02-03-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარის საჯარო სკოლაში დებატკლუბის პრეზენტაცია და მოსწავლეთა შესარჩევი შეხვედრა ჩატარდა. 

აღნიშნული შეხვედრები სხვა მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებთანაც იმართება. კონკურსი კი პროექტის „სკოლები, როგორც სოციალური მოდელი - გაუმჯობესებული წვდომა ყველა სკოლის მოსწავლისა და ახალგაზრდისთვის ინკლუზიურ და ხარისხიანი განათლებაზე“ ფარგლებში ხორციელდება. 

პროექტი საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტურის მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით დაიწყო.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203