ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ
02-03-2022
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ყაზახეთში ჩატარებულ ონლაინ ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ.

მათ ოლიმპიადაში წარმატებას მიაღწიეს. ჟაუტიკოვის სახელობის მე-18 საერთაშორისო ოლიმპიადა ალმატში ჩატარდა. 

ოლიმპიადაზე სკოლა საუკეთესო სკოლად აღიარეს. 

მონაწილეთა წარმატების შესახებ თავად სკოლა წერს, მათ ამ გამარჯვებებს ულოცავს და მეტ წინსვლას უსურვებს.

„ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ მე-12 კლასის მოსწავლეები.
გრიგოლ ცირეკიძემ ფიზიკაში ვერცხლის მედალი, დუტა ქართველიშვილმა ბრინჯაო, მათე ჟორჟოლიანმა მათემატიკაში ბრინჯაო, ხოლო მე-11 კლასის მოსწავლე თარაშ დოლაბერიძემ ინფორმატიკაში ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს.
რაოდონ სასიამოვნოა, რომ ბატონი გენადი მარგველაშვილი მათემატიკაში, ხოლო ბატონი დავით ნიშნიანიძე ფიზიკაში ვერცხლის მედლების მფლობელნი გახდნენ. სკოლა კი საუკეთესო სკოლად აღიარეს.
ვულოცავთ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ამ მართლაც გამორჩეულ გამარჯვებას, მომავალში კი მეტ წარმატებას ვუსურვებთ“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203