არაშენდის საჯარო სკოლა უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებელ კამპანიაში ჩაერთო
02-03-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლა სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებელ კამპანიაში აქტიურად ერთვება.
სკოლის მასწავლებლებმა, მშობლებმა და მოსწავლეებმა ერთობლივი ძალებით 500 ლარის ღირებულების პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები შეიძინეს; აგრეთვე შეგროვდა: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სათამაშოები.
„კიდევ ერთხელ ვიხილეთ არნახული ერთგულებისა და თანადგომის მაგალითი, ერთ მუშტად შეკრული, გულანთებული მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები ერთ პოზიციაზე: არა ომს! არა სისხლისღვრას! მშვიდობა უკრაინას! მშვიდობა საქართველოს! მადლობა ყველას ერთიანობისათვის!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს