ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი სულაქველიძე ინგლისური ენის უფასო მოსამზადებელ კურსზე ჩაირიცხა
02-03-2022
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი სულაქველიძე (დამრიგებელი: თ. გაჩეჩილაძე, ინგლისური ენის მასწავლებელი: ს. საგანელიძე) ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე,  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ინგლისური ენის უფასო მოსამზადებელ 60 საათიან კურსზე ჩაირიცხა.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ახალ შესაძლებლობას ქმნის.

პროექტის მიზანია ინგლისური ენის მოსამზადებელი კურსების შეთავაზება იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც უმაღლესი განათლების მიღებას 2022 - 2023 წლებში KIU-ში გეგმავენ. ინგლისური ენის სასწავლო კურსი თებერვლიდან დაიწყება და იგი სრულად იქნება დაფინანსებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ.

სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს გიორგის და უსურვებს წარმატებებს.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203