დაბლაციხის საჯარო სკოლაში უკრაინელი ხალხისადმი თანადგომა გამოხატეს
02-03-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებლის, 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანის, თემურ ბერიძის ინიციატივითა და დირექტორის, ერეკლე ჯიქიას მხარდაჭერით მოსწავლეებმა და პედაგოგებმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
სასკოლო საზოგადოებამ სრული თანადგომა გამოხატა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსიკა და სრულიად უკრაინელი ხალხისადმი.
„დიდება უკრაინას“, ამ ლოზუნგით მოსწავლეებმა უკრაინის ფერებში ბუშტებით მორთეს საკლასო ოთახები და დროშები დახატეს. აღსანიშნავია, რომ ამ აქტივობაში სკოლის თითოეული წევრი მონაწილეობდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს