ბოლნისის N5 სკოლის მოსწავლე თათია მინდიაშვილმა ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში ოქროს მედალი დაიმსახურა
02-03-2022
ბოლნისის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სახის კონკურსებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

მე-6 კლასის მოსწავლემ, თათია მინდიაშვილმა „კინგსის“ 2021 წლის შემოდგომის სეზონის ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა. ნიჭიერმა მოსწავლემ უმაღლესი შეფასებებით გადალახა ყველა ტური და რეგიონული ჩემპიონატი.

მეექვსეკლასელი ოქროს მედლითა და დიპლომებით დაჯილდოვდა, ხოლო ზამთრის არდადეგებზე გამარჯვებულ „კინგსელებთან“ ერთად „კინგსის“ რჩეულთა ბანაკში გაემგზავრება. 

სკოლა ულოცავს თათიას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

​იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203