„21-ე საუკუნის ბავშვებმა არ უნდა ვიცოდეთ რა არის ომი“-ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თანადგომა უკრაინელ თანატოლებს
02-03-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლა საქართველოს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს.
სკოლის მოსწავლეები საკუთარ თანატოლებს სოლიდარობას უცხადებენ.
„ჩვენ გული გვტკივა უკრაინაში დაღუპული ჩვენი თანატოლების გამო; 21-ე საუკუნის ბავშვებმა, სამწუხაროდ არ უნდა ვიცოდეთ რა არის ომი. მაგრამ გვჯერა, უფალი სიმართლის მხარეს დადგება და უკრაინა და საქართველო ერთად იზეიმებს გამარჯვებას. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! ხე მსხმოიარე მზისკენ მიქცევით თუ კი ნაყოფის იმკის დიდებას არასდროს შეშად მას არ აქცევენ ცეცხლზე არასდროს არ დაიდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს