ქუთაისის N6 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს
02-03-2022
ქუთაისის N6 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა და გეოგრაფიის პედაგოგმა, მაკა გვეტაძემ უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომა გამოხატეს.

მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად უკრაინის გეოგრაფიული მდებარეობის, ისტორიისა და მოსახლეობის შესახებ დეტალურად და საინტერესოდ ისაუბრეს. წარმოდგენილი აქტივობებით კი მოძმე ერი გაამხნევეს და აგრესია დაგმეს.

აღსანიშნავია, რომ „მშვიდობა უკრაინას“, ამ ლოზუნგით ჩატარებულ აქტივობაში მოსწავლეები ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203