„ჩვენ არ გვეშლება გამრავლების ცხრილი“​ - ჟანივრის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
02-03-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟანივრის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლაში აქტივობა - „ჩვენ არ გვეშლება გამრავლების ცხრილი“ ჩატარდა, რომელშიც ორი ჯგუფი - „კოსმო“ და „ედელვაისი“ მონაწილობდა.

„ედელვაისის“ კაპიტანი ლუკა ტაკიძე გახლდათ, ხოლო ჯგუფის წევრი მარი კილაძე. „კოსმოს“ კაპიტანი ზურა კილაძე იყო და წევრი ნინო კილაძე.

გამარჯვებული გუნდი „კოსმო“ გახდა და ჯგუფის წევრებს დირექტორმა, დარეჯან ტაკიძემ სიგელი გადასცათ.

სკოლის ადმინისტრაცია „კოსმოს“, ულოცავს გამარჯვებას და ულევ წარმატებებს უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ აქტივობის ხელმძღვანელი მათემატიკის პედაგოგი ქრისტინე სურმანიძე იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203