„კაკო ბაბუ, მადლობა გვინდა გადაგიხადოთ თბილი ოთახებისთვის“-იდლიანის საჯარო სკოლის თანამშრომლებს მოსწავლეებმა სიურპრიზი მოუწყვეს
02-03-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კარგად აქვთ გაცნობიერებული თუ რამდენად შრომატევადი და საპასუხისმგებლოა ბავშვების უსაფრთხოებასა თუ სწავლა - განათლებაზე მზრუნველი ადამიანების ღვაწლი.
მოსწავლეებმა სკოლის თანამშრომლებს ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთეს. ბავშვებმა სკოლის პერსონალისთვის სამადლობელი პლაკატები დაამზადეს.
„სკოლის მისია, უმთავრესი როლი, სწორედ მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე ახალგაზრდების აღზრდაა, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ, რა შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმეა მოსწავლეების კეთილდღეობაზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვა; აფასებენ სხვის შრომას; მადლობა ბავშვებს და ინგა მასწავლებელს, ამ ინიციატივისათვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს