სპასოვკის N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს
ნინიწმინდის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.
მათ უკრაინის დროშის ფერებში გულსაკიდები დაიმაგრეს და თავიანთი პოზიცია ასე დააფიქსირეს.
სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ.
აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: