„მიყვარს სპორტი“ - ხულგუმოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სპორტის სხვადასხვა სახეობის შესახებ ნახატები და პლაკატები შექმნეს
02-03-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა სპორტის სხვადასხვა სახეობაზე ნახატები და პლაკატები მოამზადეს.
აქტივობაში „მიყვარს სპორტი“ მოსწავლეები მე და საზოგადოების პედაგოგ ანნა პერტოსიანის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. მათ ზოგადად, სპროეტის შესახებ ისაუბრეს, წარადგინეს თავიანთი თემები და ზამთრის ოლიმპიადაში საქართველოს გუნდის მონაწილეობაზეც გაამახვილეს ყურადღება.
ეს აქტივობა მოსწაველთა მოტივირებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ეძღვებოდა.
„ეს თემა ბავშვებისთვის მოტივაციაა, რომ პატარა ასაკიდანვე დაიწყონ სპორტით დაკავება და ჯანმრთელი ცხოვრების წესით იცხოვრონ. ჩვენ გვიხარია, რომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოც მონაწილეობდა და საპატიო ადგილები დაიკავა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს