ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლა წარმატებულ და ნიჭიერ მოსწავლე გეგა ფუტკარაძეს გვაცნობს.
გეგა სხვადასხვა შემეცნებით და ინტელექტუალურ აქტივობაში ხშირად და დიდი ინტერესით მონაწილეობს. ის წარმატებასაც აღწევს.
ამჯერად, მოსწავლე „კენგურუს“ ოლიმპიადაში მონაწილეობდა. შარშან მან ოლიმპიადაზე 59 ქულა დააგროვა.
აღსანიშნავია, რომ გეგა ფუტკარაძე განსაკუთრებით აქტიური და შრომისმოყვარე მოსწავლეა.
სკოლა ამაყობს მოსწავლით და წარმატებას უსურვებს.