სპასოვკის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელთა სოლიდარობა უკრაინას
02-03-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლის 1-ლი კლასის მოსწავლეებმა უკრაინელ ხალხს თანადგომა და სოლიდარობა გამოუცხადეს.

მოსწავლეებმა ლოზუნგით - „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას“ მეგობარი ქვეყნის დროშები დახატეს და გამოფინეს. 

მოსწავლეებს სურთ არ იყოს ომი, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს და არცერთი ბავშვი არ დარჩეს ობოლი და არცერთი მშობელი - შვილის გარეშე. 

„გამაგრდით მალე ყველაფერი კარგად იქნება“,- აღნიშნავენ მოსწავლეები და მათი მასწავლებელი მარინა ფასანიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203