დაბა სურამის N1 სკოლის ეკოკლუბის წევრები, გარემოსდაცვითი კონკურსის ფარგლებში, საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს ახორციელებენ 
02-03-2022

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ აქტიურად არის ჩართული. 

ეკოკლუბის წევრებმა - ნანა ქართველიშვილმა და ოთო გოგალაძემ, პრემიის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს მე-5 კლასის მოსწავლეებთან. აჩვენეს ანიმაციური ფილმი - „ასანთის გამყიდველი გოგონა“. კინოჩვენების შემდეგ მოეწყო ფილმის განხილვა. ბავშვებმა უპასუხეს დასმულ კითხვებს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სიღარიბის დასაძლევად საჭიროა საზოგადოების თითოეული წევრის აქტიური ჩართულობა. სკოლაში დაიდგა ორი ყუთი- ჰიგიენური საშუალებებისა და პროდუქტების მოსაგროვებლად, რომელიც გადაეცემა სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

ეკოკლუბის ხელმძღვანელი ირინა სალამიძე გახლავთ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203