„მშვიდობა და გამძლეობა უკრაინელ გმირ მებრძოლებს“ - სორის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სოლიდარობა მეგობარ ქვეყანას
01-03-2022
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს მეგობარ სახელმწიფოს, უკრაინას და მის მშვიდობისმოყვარე გმირ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ.
მოსწავლეებმა უკრაინას სლოგანით - „მშვიდობა და გამძლეობა უკრაინელ გმირ მებრძოლებს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ბავშვებმა უკრაინის დროშები დახატეს და სპეციალურად დამზადებულ პლაკატებზე თემატური წარწერები განათავსეს.