თბილისის N198 საჯარო სკოლამ გზამკვლევი - „მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვა სასკოლო აქტივობებში“ შექმნა
თბილისის N198 საჯარო სკოლამ „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის ფარგლებში გზამკვლევი - „მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვა სასკოლო აქტივობებში“ შექმნა.გზამკვლევში მოკლედ აღწერილია თითოეული მიზნის მნიშვნელობა, როლი და ფუნქცია. აღნიშნული კალენდარ- გზამკვლევის მიზანია, სასკოლო საზოგადოებამ: მოსწავლემ, მასწავლებელმა ადმინისტრაციის წევრებმა და მშობლებმა მიიღონ ინფორმაცია გაეროს მიერ აღიარებულ თარიღებზე მათი აღნიშვნის მნიშვნელობაზე, რათა დაიგეგმოს და განხორციელდეს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, აქტივობები, არაფორმალური საკლუბო საქმიანობა.
„ჩვენ შეგვიძლია მსოფლიო გავხადოთ უკეთესი, ერთად გლობალური მიზნებისკენ!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გზამკვლევი იხილეთ ბმულზე: