ივანდიდის საჯარო სკოლაში ფიზიკისა და ბუნებისმეტყველების საგნობრივ ექსპერტს უმასპინძლეს
01-03-2022
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში ფიზიკისა და ბუნებისმეტყველების ექსპერტ ნონა ქადარიას უმასპინძლეს.

იგი სკოლაში საგაკვეთილო პრეცესს დააკვირდა.

VIII კლასში ფიზიკაში კომპლექსური დავალების თემა სითბური მოვლენები იყო. მოსწავლეებმა ის მასწავლებელ ნატა ძიძიგურის ხელმძღვანელობით შეასრულეს. მე-8 კლასის მოსწავლეებმა ნამუშევრები სხვადასხვა პროდუქტების სახით წარმოადინეს: მზის კორექტორები, ენერგოეფექტური სახლები და კვლევითი სამუშაოების შედეგები, რომელიც თბოგამტარობასთან დაკავშირებით ჩაატარეს.

მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

ნონა ქარდია მეორე კლასში პედაგოგ იამზე ფანცულიას ხელმძღვანელობით მიმდიარე კომპლექსური დავალების განხორციელების მეორე ეტაპს დააკვირდა. 

პროცესებმა ექსპერტის შექება დაიმსახურა.

„მადლობა პოზიტიურ სტუმარს, საგნის ექსპერტს ქალბატონ ნონას!
წარმატებებს ვუსურვებთ საგნის მასწავლებლებს ნატა ძიძიგურს და იამზე ფანცულაიას“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203