ჩიქუნეთის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
01-03-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლაში თემაზე - „25 თებერვალი საქართველოს ოკუპაციის დღეა“ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

საინფორმაციო შეხვედრას ისტორიის პედაგოგი გიორგი ბასილაძე უძღვებოდა.

„საქართველოს ოკუპაციიდან 101 წელი გავიდა. სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან ოკუპაცია გრძელდება და დღეს ოკუპანტებს მითვისებული აქვთ ქვეყნის ტერიტორიის 20%. რუსეთი, როგორც აგრესორი ქვეყანა აგრძელებს სხვა სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ ბრძოლას. ამჯერად რუსეთის აგრესიის მსხვერპლი უკრაინა აღმოჩნდა; როგორც მთელი ცივილიზებული სამყარო, ასევე ჩიქუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები მხარს ვუჭერთ უკრაინელი ხალხის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, - აღნიშნულია გავრცლებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203