ცინარეთის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო ინტელექტუალური თამაში გაიმართა
01-03-2022

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ გაიმართა. 

ინტელექტუალურ თამაშში ორი გუნდი „შევარდენი“ და „ლომები“ მონაწილეობდა. ორივე გუნდმა ღირსეულად იასპარეზა. გამარჯვება კი გუნდმა „შევარდენი“ მოიპოვა, რომლის კაპიტანიც ოთარ ხუჯაძე იყო. 

გამარჯვებულ გუნდს სიგელი გადეცა. 

აღნიშნული ღონისძიებას პედაგოგი გულნაზ ზოსიძე ხელმძღვანელობდა.

სკოლის დირექცია ულოცავს გამარჯვებულებს და წარმატებას უსურვებს.

„სკოლის დირექცია ულოცავს გამარჯვებულ გუნდს წარმატებას და მადლობას უხდის მოსწავლეებსა და მასწავლებელს საინტერესო თამაშისთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203