„მტკიცედ გვწამს, სამართალი იზეიმებს“-  ჭითაწყარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინას თანადგომა გამოუცხადეს
01-03-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადეს. 

მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია უკრაინის დროშებით ხელში დააფიქსირეს. 

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ.

„ძირს მტარვალის ოკუპაცია! რუსეთის სასტიკი აგრესიის წინააღმდეგ მოსწავლეებმა საკუთარი გულისტკივილი გამოხატეს პლაკატებითა და ფრაზებით.
სასტიკია რეალობა! ამ წუთებშიც უმოწყალოდ ნადგურდება მოძმე უკრაინელი ერის მომავალი, სიყვარული, სიცოცხლის წყურვილი. მტკიცედ გვწამს, სამართალი იზეიმებს! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! მშვიდობა მსოფლიოს!“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203