ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სოლიდარობა უკრაინელ ხალხს
01-03-2022
მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.  

მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია საკუთარი ხელით შექმნილი ნახატებით დააფიქსირეს. მათი ნამუშევრები სკოლის დერეფანში საქართველოსა და ევროკავშირის დროშიების გვერდით განთავსდა.

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203