თბილისის N39 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეთა სოლიდარობა უკრაინას
01-03-2022
თბილისის N39 საჯარო სკოლის IVბ კლასის მოსწავლეები საქართველოს მეგობარ სახელმწიფოს, უკრაინას მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.
მოსწავლეებმა სლოგანით - „თანადგომა ჩვენს თანატოლ მეგობრებს, ჩვენ გვინდა მშვიდობა!“ ვიდეორგოლი ჩაწერეს. მეოთხეკლასელებმა საქართველოსა და უკრაინის დროშები საკუთარი ხელით დახატეს და მსგავსი ფორმით მხარდაჭერა გამოხატეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების კლასის ხელმძღვანელი თამარ ვადაჭკორიაა.