ფახულანის თემის N1 სკოლაში ოკუპაციის მსხვერპლთ პატივი მიაგეს და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს
აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს ღონისძიება მიეძღვნა.
სკოლის მოსწავლეებმა ამ მოვლების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და სხვებსაც გააცნეს.
ისინი უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ და მშვიდობას ითხოვენ.
„საქართველოს ოკუპაციის ერთ-ერთი მტკივნეული დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ახლა უკვე ორმაგად მტკივნეული...
ჩვენი მოკრძალებული აქტივობით პატივი მივაგეთ ოკუპაციის მსხვერპლთა სახელებს და მხარდაჭერა გამოვუცხადეთ უკრაინას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: