„არა ომს და მშვიდობა მსოფლიოს!“ - საგარეჯოს N1 სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ისაუბრეს
01-03-2022
საგარეჯოს N1 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ისაუბრეს. 

მოსწავლეებმა აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოიპოვეს და სხვებსაც გაუზიარეს. მათ ასევე თავიანთი ემოციების შესახებაც ისაუბრეს და უკრაინას თანადგომა გამოუცხადეს.

მათი მთავარი სათქმელია: არა ომს და მშვიდობა მსოფლიოს.

„25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებული ისტორიის გახსენებით, მოსწავლეებმა პარალელი გაავლეს დღევანდელ მოვლენებთან და საკუთარი დამოკიდებულებები და განცდები პრეზენტაციებით გამოხატეს.
მათი სიტყვები იტევდა სამყაროს მთავარ სათქმელს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203