„გამარჯვება და მშვიდობა უკრაინას“- ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეგობარ ქვეყანას თანადგომა გამოუცხადეს
01-03-2022

ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.  

სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნანა ნაცვლიშვილის ხელმძღვანელობით, საკლასო ოთახში უკრაინის ჰიმნი გააჟღერეს, უკრაინის დროშის ფერებში ბუშტები გაბერეს და ომს მეგობარი ქვეყნის დროშებით დაუპირისპირდნენ.

გამარჯვება და მშვიდობა უკრაინას! Слава Україні - ასე ჟღერდა მათი მოწოდება.

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ. 

„ვასწავლოთ ბავშვებს ნამდვილი, რეალური პატრიოტიზმი, ვასწავლოთ თანადგომა, სხვისი უფლებების პატივისცემა. ვაჩვენოთ როგორ ხდებიან ადამიანები გმირები... ვასწავლოთ ის, რომ სამშობლოს სიყვარული მხოლოდ სიტყვები არ არის, ის გრძნობებია, რომელიც ქმედებით რეალიზდება“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო:


 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203