„თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი“- ზესტაფონის N4 სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კვირეული გაიმართა
01-03-2022
ზესტაფონის N4 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციას კვირეული - „თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი“, გაიმართა.

სკოლაში ამ მოვლენასთან დაკავშირებული ნახატები გამოიფინა, ასევე, მე-9 მოსწავლეებმა საინფორმაციო ბროშურები დაამზადეს და გაავრცელეს. 

მე-9, მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის შესახებ პრეზენტაციები მოამზადეს.

კვირეულში მონაწილეებმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს და მშვიდობა ისურვეს.

„კვირეულის ფარგლებში საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის მასწავლებლების ნინო დავლაძის, ლია ცხადაძის, ნინო ტყემალაძის, იოსებ ჟღენტის ხელმძღვანელობით და ესთეტიკის კათედრის: ხათუნა გოდიბაძის, თამარ ხუსკივაძის, ნანა ჭუმბურიძის დახმარებით მოეწყო ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ნახატების გამოფენა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203