„ვიმედოვნებთ, რომ მალე მშვიდობა დაისადგურებს“-  მუსხის საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადეს
01-03-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.  

სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელთან ერთად, თავიანთი პოზიცია საკუთარი ხელით შექმნილი უკრაინისა და საქართველოს დროშებით ხელში დააფიქსირეს. 

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ. 

„მხარს ვუჭერთ უკრაინას და ვიმედოვნებთ, რომ მალე მშვიდობა დაისადგურებს“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203