„არა ოკუპაციას“ - თბილისის N133 სკოლის II კლასის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ნახატები შექმნეს
01-03-2022

თბილისის N133 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობა გაიმართა. 

საქართველოს ისტორიაში ამ უმძიმეს თარიღს გამოეხმაურნენ II კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ლალი ხუსკივაძის ხელმძღვანელობით. 

მეორეკლასელებმა ნახატების საშუალებით უარი უთხრეს ოკუპაციას. 

„თებერვალი, 2022 წელი. საქართველოს ოკუპაციის დღეს გამოეხმაურნენ ჩემი შრომისმოყვარე II კლასელებიც. ნახატების საშუალებით მათ გაგვაცნეს თავიანთი მტკიცე პოზიცია, უარი უთხრეს ოკუპაციას, მადლობა ჩემს პატარებს საინტერესო ნაშრომებისთვის“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203