მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აქტიურად აღნიშნავენ და ასევე, სკოლის დირექცია თუ მოსწავლეები ღვაწლმოსილი პედაგოგების შრომასა თუ გარჯას აფასებენ.
სკოლაში ამჯერად, ფიზიკის მასწავლებლის ლეიზან ნაზაროვას ორგანიზებით ფიზიკის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში მე-9 კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაციები და მათივე მომზადებული განლაგებები წარადგინეს. აქტივობის დასასრულს კი დირექტორმა, აიაზ ხუდიებმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სერტიფიკატები გადასცა.
ასევე, როგორც ზემოთ აღინიშნა, სკოლაში პედაგოგების ღვაწლს აფასებენ რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა.
უფროსი სტატუსის მქონე პედაგოგს, არიფ დუსდუროვს, რომელსაც სადახლოს N1 საჯარო სკოლაში მუშაობის 50-ე წელი შეუსრულდა სპეციალური ღონისძიება მიეძღვნა.
ღვაწლმოსილ პედაგოგს დირექტორმა, აიაზ ხუდიევმა სკოლის თანამშრომლების სახელით სერტიფიკატი და საჩუქრები გადასცა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს