საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული მათემატიკის გაკვეთილი წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში
01-03-2022

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასში მათემატიკის გაკვეთილი მონაცემთა შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლების შესახებ ჩატარდა.

გაკვეთილს პედაგოგი თამილა ჭოლაძე უძღვებოდა. მან მოსწავლეებს მათთვის ახალი ცნებები მოდა, მედიანა და დიაპაზონი გააცნო. 

აღნიშნული გაკვეთილი შუალედური იყო და ის კომპლექური დავალების ფარგლებში ჩატარდა. მას ხარისხის მართვის ჯგუფის წერვები დალი სილაგაძე და მანანა წულაია ესწრებოდნენ. 

„ჩატარდა კომპლექსურის ფარგლებში შუალედური გაკვეთილი მათემატიკაში. მოსწავლეები აქტიურად  იყვნენ ჩართული საგაკვეთილო ყველა აქტივობაში და წარმატებით შეასრულეს პრაქტიკული დავალება ახალი მასალის გამოყენებით“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203