„არა ძალადობას, რუსეთი ოკუპანტია“- ლედგებეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს
01-03-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა უკრაინაში მიმდინარე ომს ღონისძიება - „არა ძალადობას, რუსეთი ოკუპანტია“, მიუძღვნეს. 

სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის შესახებაც ისაუბრეს, მათ ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს. 

მოსწავლეებმა ღონისძიება ქართული ენის პედაგოგების - ეკა მირცხულავასა და მზევინარ სორდიას ხელმძღვანელობით გამართეს. 

მათ სოლიდარობა თავიანთი ნახატებითა და ჩანახატებით წარმოაჩინეს. 

„მჯერა და მწამს, რომ ეს გოგო-ბიჭები არიან ღირსეული შვილები ჩვენი ერისა, რომელთა უმთავრესი იარაღი განათლება და საღი აზროვნებაა ქვეყნის ერთიანობისათვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203