ქუთაისის N15 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ენდელაძე ინგლისური ენის ოლიმპიადის მესამე ტურში გადავიდა
01-03-2022
ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომლებიც სხვადასხვა ოლიმპიადებსა თუ კონკურსებში მუდამ აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მე-11 კლასის მოსწავლემ, ელენე ენდელაძემ მშობლიური სკოლა კიდევ ერთხელ ასახელა.

ელენე ინგლისურ ენაში, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობდა. მეთერთმეტეკლასელმა ორი ეტაპი წარმატებით გადალახა და მესამე ტურში გადავიდა.

„ვულოცავთ მას ამ გამარჯვებას“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203