„გთხოვთ, შემოგვიერთდეთ!“ - სალხინოს საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები უკრაინელი თანატოლებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ
01-03-2022
ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები უკრაინელი თანატოლების დახმარებას გეგმავენ და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
„ჩვენ, ბესიკ ხულორდავას სახელობის სალხინოს საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელები გამოვდივართ ინიციატივით ჩვენი უკრაინელი თანატოლებისათვის შევაგროვოთ ჰუმანიტარული დახმარება. გთხოვთ შემოგვიერთდეთ“, - აღნიშნულია მოსწავლეების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
მეშვიდეკლასელები ამ გზით საქართველოს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს